საგამოფენო კომპლექსი

Share

ქ. გორის მიმდებარედ საგამოფენო კომპლექსის ესკიზური პროექტი.

საგამოფენო კომპლექსი

ფუნქციური კვლევა და მახასიათებლები

          საგამოფენო დარბაზს ყოველთვის ენიჭებოდა და ენიჭება საზოგადოების აზროვნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია. სწორედ მოცემული ადგილის მეშვეობით ადამიანებს ეძლევათ საშულება შეიკრიბნონ საერთო სივრცეში, ნახონ, გაეცნონ სხვა ადამიანების შემოქმედებას, შეაფასონ, იმსჯელონ, გამოხატონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ საკითხთთან დაკავშირებით. გარდა ურთიერთ აზრის გაცვლისა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ რომ გაეცნონ თანამდროვე მსოფლიოს ინოვაციურ მიდგომებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ხელოვნება, მხატვრობა, თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ინოვაციური პროდუქცია.

         გარდა შემეცნებითი ფუნქციისა, საგამოფენო სივრცეებს შესაძლოა ჰქონდეთ სზოგადოებისათვის საჭირო და აუცილებელი ფუნქცია, როგორიცაა დასვენება, გართობა, ასევე მომხმარებლებზე გათვლილი სამუშაო სივრცე. მოცემული გარემო კი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისათვის.  მსოფლიო სწრაფად იცვლება და ვითარდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია ადამიანმა ფეხი აუწყოს მის მუდმივად ცვალებად გარემოს, ამისათვის კი სწორედ მსგავსი ტიპის სივრცეები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. როგორც დასაქმებული ადამიანებისათვის, ისე სტუდენტებისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისათის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განვითარება.

         გარდა იმისა, რომ მსგავსი სივრცეები ხელს უწყობს მოსახლეობის განვითარებას, დასვენებას, პიროვნების რეალიზებას, მისი არსებობა ასევე ძალიან მნიშვნელოვნია საკუთარი ქვეყნის წარმოსაჩენად მსოფლიო ასპარეზე. ვინაიდან სწორედ მსგავსი სივრცეების საშუალებით შეგვიძლია მივაწვდინოთ და გავაგონოთ ჩვენი ქვეყნის ხმა მსოფლიოს, ეს კი შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მოწვევით, მათთან საუბრით და აზრის გაზიარებით. რაც აუცილებლად პოზიტიურად აისახება სამომავლოდ.

საპროექტო ტერიტორიის კვლევა და მახასიათებლები

            საპროექტო ტერიტორიას წარმოადგენს ქალაქ გორის მიმდებარედ არსებული საავტომობილო საერთაშორისო მნიშვნელობის გზაგამტარის მიმდებარედ, საინტერესო რელიეფური ფერდობი კი საშუალებას იძლევა სამხრეთი მხრისკენ მნიშვნელოვანი ხედებით უზრუნველყოს არქიტექტურული შენობა, საიდანაც იშლება მდინარე მტკვრის ხეობა და თრიალეთის ქედი. საპროექტო ტერიტორია უზრუნველყოფილია მისასვლელი გზებით და მიმდებარედ არსებული დაუსახლებელი ტერიტორიებით. ამიტომ აღნიშნული  ტერიტორია იძლევა შაშუალებას არქიტექტორი იყოს თავისუფალი და მოქნილი პრეოქტირებისას.

ასევე შეიძლება დაგაინტერესდეთ...