ხშირად დასმული კითხვები
მშენებლობის ნებართვისთვის საჭიროა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ:
- მიწის ნაკვეთის ელექტრონული რეგისტრაცია.
- საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა
- მიწის ნაკვეთის გეოლოგიური კვლევა ( ექსპერტიზა ),
- არქიტექტურული პროექტი, ( ექსპერტიზა საიროა შენობის კლასიფიკაციის მიხედვით ),
- კონსტრუქციული პროექტი ( ექსპერტიზა )
მშენებლობის ნებართვა უნდა აიღოთ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში შესაბამის სამსახურიდან.
მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭიროა შემდეგი სახის ნებართვები ( I - III კლასების ჩათვლით) :
- 1 სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
- 2 სტადია - შენობა-ნაგებობის პროექტის შეთანხმება.
- 3 სტადია - შეთანხმებული პროექტის მიხედვით მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა.